2024 წლიდან ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკეკები დაიწყება – ღარიბაშვილი

2024 წლიდან ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკეკები დაიწყება – ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრა გამართეს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. 

“ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ისრაელთან არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა.

მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დინამიკაში ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება, მომავალი წლიდან კი – თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება, რაც ქვეყნებს შორის პარტნიორობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

შეხვედრაზე, ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, ახალი მიდგომების და სამომავლო თანამშრომლობის ახალი სფეროების განსაზღვრის პერსპექტივებზე იმსჯელეს.  განიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა.

განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილმა ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოში მიიწვია.

“პირისპირ ფორმატში შეხვედრის დროს ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელსა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები გააჩნიათ.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ გიმასპინძლოთ. ისრაელსა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები გააჩნიათ. ჩვენს ერებს შორის კავშირი 2500 წლის წინ იღებს დასაბამს ან, შესაძლოა, 2600 წელსაც ითვლიდეს. საქართველოში ებრაული თემები ცხოვრობდნენ. ბევრი ებრაელი წამოვიდა ისრაელში საქართველოდან. ისინი ცოცხალ ხიდად იქცნენ ჩვენს ქვეყნებს შორის. მე თავად მქონდა შესაძლებლობა მენახა საქართველო. ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია ავწიოთ და მივესალმები ამ შესაძლებლობას თქვენი ვიზიტის განმავლობაში.

კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ისრაელში! შემდეგ ჯერზე  თელავივსა და  იერუსალიმში გელოდებით! ჩვენთან ასე ამბობენ -„შემდეგ ჯერზე იერუსალიმში ვიკრიბებით!“, –  განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მხრიდან გაიზარდა – Eristavi Estates

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მხრიდან…

RENTALS & Eristavi Estates-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მიმოხილვაში გამოკვეთილ აქცენტებს ეთახმება, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების…
არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან… ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! – ჰერჩინსკი

არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან… ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ…

წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი…
„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ უკვე კორეაშიც გაიყიდება, – ამის შესახებ “წყალი მარგებელის” სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა, თინა მახარაძემ გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა. „ზოგადად, კომპანია იზრდება…